როგორ დავსაქმდეთ როგორც გრაფიკული დიზაინერი

რა არის იმისთვის აუცილებელი რომ დასაქმება შევძლოთ როგორც გრაფიკული დიზაინერი?

ამისთვის აცილებელია რომ გქონდეთ კარგი პორტფოლიო, გრაფიკულ დიზაინში საკმაოდ ბევრი მიმართულება, როგორიც არის ლოგოს დიზაინი, პოსტერის დიზაინი, შეფუთვის დიზაინი, პოსტერის დიზაინი, სოციალური მედიის დიზაინი და ასე შემდეგ, სასურველია რომ თქვენი პორტფოლიო იყოს მდიდარი ამ სახეობებით, რომ შეძლოთ ყველა მიმართულებაში თქვენი შესაძლებლობების ჩვენება.

დამკვეთები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ პორტფოლიოს, ამით საზღვრავენ თქვენს ხედვას და თქვენს გამოცდილებას. ნამუშევრებში ასევე ჩანს თქვენი ტექნიკური შესაძლებლობები. პორტფოლიო აუცილებლად უნდა იყოს პრეზენტაბელური, გამოიყენეთ მოქაფები, რომ საჩვენებლად ეფექტური იყოს.

პორტფოლიო შეგიძლიათ გააკეთოთ Behance.net – ის პლატფორმაზე, სადაც რეგისტრაცია და თქვენი ნამუშევრების განთავსება უფასოა

ხშირად კითხულობენ დამწყები დიზაინერები, თუ არ მაქვს სამუშაო გამოცდილება და ნამუშევრები რა ჩავდო პორტოფლიოში?

თუ არ გაქვთ რეალური პროექტები, რომელიც რომელიმე კომპანიას ეკუთვნის, შეგიძლიათ რომ თქვენით შექმნათ ნამუშევრები, გამოიგონოთ პროექტები, გააკეთოთ სხვადასხვა დიზაინები, სადაც თქვენი პოტენციური დამსაქმებელი თქვენს ხედვას და უნარებს შეაფასებს. მსგავსი პროექტები აუცილებელიც არის, რომ აკეთოთ. როდესაც იწყებთ, და არა მარტო საწყის ეტაპზე, როდესაც გამოცდილი დიზაინერი ხარ, მაშინაც აუცილებელია რომ თქვენ თავთან იმუშაოთ და განავითაროთ უნარები.

თითქმის ყველა დამსაქმებელი დიზაინერს აფასებს ჯერ პორტფოლიოთი, ხოლო შემდეგ პატარა დავალებას აძლევენ, რომ დარწმუნდნენ თქვენს უნარებში და ხედვაში, ვფიქრობ რომ მსგავსი დავალების შესრულებაზე უარი არ უნდა თქვათ, მიუხედავად იმისა რომ ამაში ანაზღაურებას არ იღებთ, შესაძლებლობა გეძლევათ, რომ მათი მომავალი თანამშრომელი გახდეთ.

როდესაც დასაქმდებით ყოველთვის არ მოგეცემათ იმის საშუალება რომ შექმნათ ისეთი დიზაინი რომელიც მხოლოდ თქვენი ხედვით იქნება გაკეთებული, რადგან ხშირ შემთხვევში გარკვეული ჩარჩოები არსებობს, როგორიც არის ბრენდბუქი, რომელსაც ვერ გადაუხვევთ, ან დამკვეთის მოთხოვნა რომელმაც ზუსტად იცის რა სურს. თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოს, რადგან არის პროექტები რომლებიც სრულად თქვენს ხედვაზე არის დამოკიდებული, როგორი პროექტებიც ყველა დიზაინერს უყვარს. სადაც შეგიძლიათ თქვენი კრეატიულობა გამოამჟღავნოთ.

Freelancer-ად მუშაობა

დღეს უკვე დიზაინერებს აღარ სურთ სრულ გრაფიკზე ერთ კომპანიაში მუშაობა, რადგან ეს ხშირად მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, საკმაოდ ბევრი დიზაინერი გადავიდა freelance პროექტებზე, სადაც რამოდენიმე დამკვეთი ყავთ, მუშაობენ სახლიდან ან საიდანაც უნდათ, სამუშაო გრაფიკს თვითონ freelancer-ი ადგენს, რაც დიდ თავისუფლებას აძლევს, თუმცა ასევე რთულია რომ შეძლო და შენი მუშაობა გარკვეულ რეჟიმში ჩასვა, რადგან ხშირად ვერ საზღვრავენ გრაფიკს და უწევთ შაბათ კვირა მუშაობა, ან ღამის თენება. აუცილებელია რომ თქვენ თავს დაუწესოთ თქვენი სამუშაო საათები და დასვენების დღეები.

საზღვარგარეთ მუშაობა

საზღვარგარეთ მუშაობის შემთხვევაში ანაზღაურება გაცილებით მეტია ვიდრე საქართველოში.

იმისთვის რომ უცხოურ კომპანიაში იმუშაოთ აუცილებელია თქვენი პორტფოლიო იყოს მრავალფეროვნული, რომ შეძლოთ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა. უცხოურ კომპანიების უმრავლესობას გაწერილი აქვს ბრიფი, რომელიც გეხმარება ზუსტად გაიგო მათი მოლოდინები.

ფრილანს პლატფორმებია სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, შექმნათ თქვენი პორტფოლიო. გირჩევთ, რომ  თავიდან მცირედი თანხის გამომუშავებით დაიწყოთ მუშაობა, შეაგროვოთ შეფასებები, შემდეგ კი ნელნელა გაზარდოთ თქვენი მუშაობის ფასი.

 

platformebi copy

Freelance პლატფორმები

Fiverr.com

Fiverr-ზე რეგისტრაცია უფასოა. საიტზე ქმნით თქვენს პროფილს და სერვისის აღწერას, რომელსაც აქ „Gig“-ს ეძახიან. თითოეული სერვისისთვის შეგიძლიათ განსაზღვროთ ფასი და დაწეროთ დეტალური აღწერა. (მაგალითად:: ლოგოს დიზაინი – ბიუჯეტი, ჩაბარების ვადა – თქვენი ნამუშევრები, რა შედის თქვენს სერვისში: (მაგ: 3 განსხვავებული ლოგოს დიზაინი, დამკვეთის მხრიდან ცვლილებები, დასტურის შემდეგ სამუშაო ფაილები))

Fiverr-ის შემთხვევაში, დამკვეთები თავად პოულობენ თქვენ მიერ შექმნილ სერვისს. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის აღწერაში ზუსტად მიუთითოთ რას სთავაზობთ, რა ფასად და რა ვადებში. დასაწყისში გირჩევთ, ფასები გქონდეთ შედარებით დაბალი, რათა უფრო მარტივად მიიღოთ პირველი შეკვეთები და შეაგროვოთ კარგი შეფასებები (review-ები).

რაც უფრო მეტი შეფასება და ნდობა გექნებათ, მით უფრო მაღალი ფასის შეთავაზება შეგიძლიათ.

upwork.com

აფვორქის პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა. გაიარეთ ვერიფიკაცია, ასევე მოგთხოვთ ინგლისური ენის ტესტს, სასურველია რომ ენის ბეიჯი გქონდეთ.საიტზე იდება კომპანიების ან კერძო პირების პროექტები სადაც ეძებენ დიზაინერს, ხშირად ბიუჯეტი განსაზღვრული აქვთ, ან შეგიძლიათ, რომ თქვენი ფასი შესთავაზოთ. შეთავაზების გაგზავნისას პლატფორმა ჩამოგაჭრით “connect-ებს” რომელიც დასაწყისში გექნებათ 50 ცალი, ხოლო ყოველ მომდევნო თვეს კვლავ მოგცემთ 10 “connect-ს” . შეგიძლიათ, რომ შეიძინოთ და ბევრი შეთავაზება გააგზავნოთ. დასაწყისში რთულია შეკვეთის მიღება, თუმცა თუ კარგი პორტფოლიო გექნებათ, მალე შეძლებთ შეკვეთის მიღებას. თქვენს დამკვეთს ყოველი პროექტის ბოლოს სთხოვეთ რომ რევიუ დაგიწეროთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია მომავალი დამკვეთებისთვის, რომლებიც უყურებენ თუ როგორი შეფასებები გაქვთ.

Freelancer.com     

ფრიილანსერის პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციის შემდეგ ირჩევთ იმ სფეროს, რომელშიც მუშაობთ (მაგ., გრაფიკული დიზაინი), და იწყებთ პროექტებზე განაცხადების გაგზავნას.
პროექტებზე აპლიკაციის გაგზავნისას დაგჭირდებათ „bid“-ების გამოყენება, საწყის ეტაპზე გექნებათ შეზღუდული რაოდენობა, თუმცა მოგვიანებით შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი bid-ები.

Freelancer.com-ზე დამკვეთები აქვეყნებენ პროექტებს, სადაც ხშირად აღწერილია სამუშაოს სპეციფიკა და ბიუჯეტი. შეგიძლიათ, რომ შეთავაზოთ თქვენი ფასი და მიწეროთ, რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ.

პირველ ეტაპზე კონკურენცია მაღალია, თუმცა თუ გაქვთ კარგად შედგენილი პორტფოლიო და გასაგებად წერთ თქვენს შეთავაზებებს, დროთა განმავლობაში შეძლებთ შეკვეთების მიღებას. წარმატებული პროექტების შემდეგ დამკვეთებს სთხოვეთ რევიუს დაწერა, ეს გაზრდის თქვენს სანდოობას და საშუალებას მოგცემთ უფრო მაღალბიუჯეტიან პროექტებზეც იმუშაოთ.

როგორ დაწერო შეთავაზება (Proposal)

1. მისალმება და მოკლე წარმოდგენა:

„Hello, I’m a graphic designer with 5+ years of experience in logo and brand identity design…“

2. მოთხოვნის გაგება:

„I’ve carefully read your brief and I understand that you’re looking for a modern, minimal logo that reflects your brand values…“

3. როგორ გადაწყვეტ პრობლემას:

„I will create 3 initial logo concepts based on your preferences, provide unlimited revisions, and deliver high-quality files ready for print and web.“

4. კომუნიკაცია და პასუხის მიწოდება:

„I am always available for communication and will keep you updated throughout the process.“

5. მოკლე Call-to-action (დასასრული):

„I look forward to collaborating with you and bringing your vision to life.“

 

კონკრეტული რეკომენდაციები თითოეული პლატფორმისთვის:

Upwork

  • გამოიყენე მაქსიმალურად კონკრეტული აღწერები (არ დაწერო უბრალოდ „Graphic Designer“ — დაწერე „Logo & Brand Identity Specialist“).

  • პირველი შეთავაზებები გაუგზავნე დაბალ ბიუჯეტზე, რომ მიიღო შეფასებები.
  • ხშირად იწერება Custom Questions — პასუხობ დეტალურად, არა შაბლონურად.
  • ჩართე notifications, რომ მალევე უპასუხო დამკვეთებს.

Fiverr

  • შექმენი რამდენიმე „Gig“ — თითო მიმართულებაზე (მაგ., Logo Design, Instagram Post Design, Packaging Design).
  • ატვირთე დეტალური „Gig“-ის აღწერები, დაწერე რას მოიცავს თითო პაკეტი (Basic, Standard, Premium).
  • დააყენე სურათები და ვიდეოები „Gig“-ზე, რადგან ვიზუალი ძალიან მნიშვნელოვანია.
  • შეაგროვე პირველი შეფასებები მეგობრების დახმარებითაც კი, რათა სტარტი გააკეთო.

Freelancer

  • ყოველდღე გადაამოწმე ახალი პროექტები და დროულად გაგზავნე „bid“-ები.
  • შენი შეთავაზება იყოს უფრო პერსონალიზებული, არ გამოიყენო შაბლონები.
  • აუხსენი რატომ უნდა აირჩიონ შენ (მაგ., „I have experience creating packaging for cosmetics and food products.“).
  • პირველ ეტაპზე შეასრულე პატარა პროექტები ნაკლებ თანხაზე, რომ დაგერიცხოს პირველი რევიუები.

გისურვებთ ბევრ კრეატიულ პროექტს $)



Visited 1 times, 1 visit(s) today

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *